კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ჟაუტიკოვის მე-17 საერთაშორისო ოლიმპიადაზე 13 მედალი მოიპოვეს.
- 21 იანვარი, 2021
კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ჟაუტიკოვის მე-17 საერთაშორისო ოლიმპიადაზე 13 მედალი მოიპოვეს.
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ოლიმპიადა ონლაინ ფორმატში ჩატარდა. სკოლის მოსწავლეებმა ოქროს 1, ვერცხლის 4 და ბრინჯაოს 8 მედალი მოიპოვეს.
ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებია:
არჩილ ბასაძიშვილი - ინფორმატიკა, ოქროს მედალი.
ზაურ ბოკელავაძე - მათემატიკა, ვერცხლის მედალი.
მიხეილ კვინიკაძე - მათემატიკა, ვერცხლის მედალი.
ლუკა მოსიაშვილი - ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი.
ანა ონოფრიშვილი - მათემატიკა, ვერცხლის მედალი.
აკაკი მაჭარაშვილი - მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი.
ალექსანდრე ონიანი - მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი.
ნიკოლაი მალცევი - ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.
ანდრია მანჯავიძე - ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.
ნიკოლოზ ნიკურაძე - ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.
ირაკალი უგულავა - ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.
გიორგი ნადარეიშვილი - ინფორმატიკა, ბრინჯაოს მედალი.
დავით მემარნიშვილი - ინფორმატიკა, ბრინჯაოს მედალი.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და წრის ხელმძღვანელებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!